Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO-ს თანახმად, უკრაინაში მოსალოდნელია ჰუმანიტარული კატასტროფა


ხალხი ბომბსაფარში. კიევი, 25 თებერვალი.
ხალხი ბომბსაფარში. კიევი, 25 თებერვალი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შეშფოთება გამოხატა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო ჯანდაცვის სფეროში მოსალოდნელ კრიზისთან დაკავშირებით.

„მაშინ, როცა უკრაინაში სწრაფად ფართოვდება კონფლიქტი, WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი კვლავაც გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ყველა სამოქალაქო პირის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გამო, ვისაც შეეხო კრიზისი ქვეყანაში და, შესაძლოა, მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის განცხადებაში. ორგანიზაციის თანახმად, შემდგომმა ესკალაციამ შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს.

„ნებისმიერმა შემდგომმა ესკალაციამ შესაძლოა ევროპაში გამოიწვიოს ჰუმანიტარული კატასტროფა როგორც მსხვერპლის რაოდენობის, ისე სუსტი ჯანდაცვის სისტემისთვის შემდგომი ზიანის მიყენების თვალსაზრისით“, - დასძინა WHO-მ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG