Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: მაკრონმა მხარი დაუჭირა SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას


ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი.
ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის შესახებ წერს „ტვიტერის“ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. როგორც ის აცხადებს მაკრონმა მხარი დაუჭირა SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას და პერსონალური სანქციების შემოღებას.

„ახლახან დაურეკე ემანუელ მაკრონს ემანუელ მაკრონს. უნდა ითქვას, რომ ის უკრაინის ნამდვილი მეგობარია. საფრანგეთი ჩვენთან ერთად არის ყველაზე რთულ მომენტებში. მხარი დაუჭირა SWIFT-დან რუსეთის გათიშვას, პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების შემოღებას და თავდაცვის იარაღის მიწოდებას. მადლობა საფრანგეთს“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებას განცხადებით, იტალიემა კოლეგამ, ლუიჯი დი მაიომ დაარწმუნა, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთისთვის SWIFT-ის აკრძალვას.

უკრაინა მოითხოვს, რომ რუსეთი გარიცხონ SWIFT-იდან, რომელიც მსოფლიოში ფინანსური ტრანზაქციების ყველაზე გავრცელებული სისტემაა.

SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მოწოდებით გამოდიან ასევე ბალტიის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG