Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Washington Post: აშშ მზადაა ზელენსკის ევაკუაციისთვის, მაგრამ ის წასვლაზე უარს აცხადებს


გამოცემა Washington Post-ის ცნობით, აშშ მზადაა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის - რუსეთის "ნომერ პირველი სამიზნის" - ევაკუაციისთვის, მაგრამ ის უარს აცხადებს კიევის დატოვებაზე.

"ბრძოლა აქ მიმდინარეობს. მე ტყვია-წამალი მჭირდება, და არა ფრენა" - ზელენსკის ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო ასოშიეიტედ პრესი, აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც, სააგენტოს ცნობით, თქვა, რომ ზელენსკი ენერგიულ განწყობაზეა.

უკრაინის დედაქალაქში და მის გარშემო შეტაკებები მიმდინარეობს. უკრაინაში შეჭრილმა რუსეთის ჯარმა იერიში მიიტანა კიევის ცენტრში, გამარჯვების პროსპექტზე განთავსებულ სამხედრო დანაყოფზე, და თავდასხმა მოგერიებულ იქნა - წერენ საერთაშორისო სააგენტოები უკრაინის არმიაზე დაყრდნობით.

პარალელურად, ინტერფაქს უკრაინა იუწყება, რომ რუსეთის ჯარისკაცები კიევში ცდილობდნენ ელექტროენერგიის მაწარმოებელი ერთ-ერთი სადგურის ხელში ჩაგდებას.

როიტერსი თვითმხილველზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ შაბათს, გამთენიისას კიევში ისმის ხშირი საარტილერიო ცეცხლის ხმა, რომელიც მოდის ცენტრიდან ცოტა მოშორებით მდებარე, დაუკონკრეტებელი ადგილიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG