Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ დაიკავა ქალაქი მელიტოპოლი


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ქალაქი მელიტოპოლი, რომელიც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარეობს. უკრაინას ოფიციალური კომენტარი ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.

თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი, რომელიც რუსეთმა დაიკავა ხუთშაბათს დაწყებული ომის შემდეგ. მელიტოპოლში დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG