აშშ განიხილავს რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას. ამის შესახებ, „კომპეტენტურ წყაროზე“ დაყრდნობით, წერს გავლენიანი გამოცემა „ბლუმბერგი“.
საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და არც ისაა ცნობილი, რა ფაზაშია დისკუსია ამის შესახებ, - ამბობს „ბლუმბერგის“ წყარო, თუმცა, მისი თქმით, ეს საკითხი პირველად ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს წამოიჭრა.
ასეთი სანქცია უპრეცედენტო იქნებოდა და სამიზნეში ამოიღებდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაგროვილ 643-მილიარდდოლარიან რეზერვს. მსგავსი სანქცია „გაანადგურებდა“ რუსეთის ეკონომიკას, - უთხრა „ბლუმბერგს“ ტიმ ეშმა, Bluebay Asset Management-ის ექსპერტმა.