Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz Air რუსეთიდან ყველა ფრენას აუქმებს


მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ავიაკომპანია Wizz Air რუსეთში ყველა ფრენას აუქმებს. მიზეზი რუსეთის მიმართ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებია, რის გამოც რუსეთს ტექნოლოგიების ნაწილზე წვდომა ეზღუდება.

"იმ სანქციების პაკეტის გათვალისწინებით, რომელზეც ევროპელი და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ, ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთში თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე წვდომას, თუ ისინი დაგვჭირდება. ამიტომ არ არსებობს იმის გარანტიაც, რომ ფრენების აღდგენა შესაძლებელი გახდება უახლოეს მომავალში...

ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება მუდმივად რჩება ჩვენს ნომერ პირველ პრიორიტეტად", - აცხადებენ კომპანიაში.

უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსეთს სანქციები აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა დაუწესეს. ფინანსურ სანქციებთან ერთად, რუსეთს შეეზღუდვები დაუწესდა მაღალი ტექნოლოგიის სექტორებზეც. გარდა ამისა, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ რუსეთისათვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა - მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩეხეთმა, სლოვენიამ, პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა და თავად უკრაინამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG