Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაიამ ციხე დატოვა


თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია თავისუფალია. პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ის პატიმრობაში 9 წლის განმავლობაში იყო. ახალაიამ ციხე დილის 10:00 საათის შემდეგ დატოვა.

"რას არ ვაპირებ, ეს შემიძლია გითხრათ. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად. აგერ გვერდში მიდგას ჩემი მიზანი [ცოლი] და ჩემი შვილები. ეს არის მთავარი ამოცანა. ცოტა ფეხზე დადგომა მინდა კიდევ - გამოფიტული ვარ, ძლივს ვდგავარ ფეხზე, დაღლილი ვარ ძალიან...

მე შემიძლია გითხართ, მე კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურებოდი მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას. სხვა ჯერ არაფერი მიკეთებია, აი, 41 წლის ვარ. ქვეყნის სამსახურის მეტი არაფერი მიკეთებია - ვის რა როგორ ესმის, ეს სხვა საკითხია", - თქვა ბაჩო ახალაიამ.

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში დაწყებულ ომზეც ისაუბრა:

"მინდა, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის მიმართ - გაოცებული ვარ ამ ხალხით. თუ შეიძლება დღეს ასე ითქვას, მშურს".

2018 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წამების ჯგუფურად ორგანიზებასა და წამებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოგვიანებით, 2018 წლის ნოემბერში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე.

XS
SM
MD
LG