Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურზულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით


“ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და გამძლეობას ამ რთულ პერიოდში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი "ტვიტერზე".

ურზულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის კადრებს "ტვიტერზე" ავრცელებს სალომე ზურაბიშვილიც.

ზურაბიშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

XS
SM
MD
LG