Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლეკსი დანილოვი - უკრაინაში გაანადგურეს ვოლოდიმირ ზელენსკის მოსაკლავად შეგზავნილები


უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ოლეკსი დანილოვის განცხადებით, გოსტომელში ლიკვიდირებულია ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების „ელიტური“ დაჯგუფების ერთი ნაწილი, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას გეგმავდა.

ოლეკსი დანილოვის თანახმად, უკრაინას ინფორმაცია მიაწოდეს რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს წევრებმა, რომლებსაც „დღეს არ სურთ მონაწილეობა სისხლისმღვრელ ომში“.

დანილოვისვე თქმით, ჯგუფის მეორე ნაწილი „სამიზნეშია ამოღებული“.

ინფორმაციას ონლაინგამოცემა kyivindependent.com ავრცელებს.

XS
SM
MD
LG