Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 3840 ადამიანს


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 32 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 20 075​ ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3840 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4692.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია".

2 მარტის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 19.13%​;
  • ბოლო 7 დღის - 19.67​%​;
  • ბოლო 14 დღის - 24.39​%​.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 616 159 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 231​ ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG