Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლოა, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენა გადადოს


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების თარიღი გადაწიოს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრებმა ისაუბრეს.

ამ საკითხზე პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ, 4 მარტის სხდომაზე გახდება ცნობილი.

"ალბათ, პრეზიდენტის გამოსვლაში აქცენტი გაკეთებული იქნება იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც რუსული აგრესიიდან გამომდინარე შეიქმნა მსოფლიოში და იმ ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე შეიქმნა, რაც ამ აგრესიამ, მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის წარმოშვა. იმ განაცხადზე და შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებაზეც იქნება საუბარი, რაც აქედან წარმოიშვა", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგენას 5 მარტს გეგმავდა. ამის შესახებ მისმა ადმინისტრაციამ გუშინ, 2 მარტს, გაავრცელა ინფორმაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG