Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვარგარეთ რუსი ოლიგარქების იახტები დააკავეს


იახტა „ამორე ვერა“
იახტა „ამორე ვერა“

გერმანიაში კონფისკაცია გაუკეთეს რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის მეგაიახტას. ასევე საფრანგეთში დაკავებულია იგორ სეჩინის იახტა.

ალიშერ უსმანოვი იმ სანქციებში მოხვდა, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს. მისი იახტა „Dibar“-ი, რომლის სიგრძე 156 მეტრია, ქალაქ ჰამბურგში შესაკეთებლად იყო ჩაყვანილი. ამის თაობაზე ინფორმაციას „Forbs“-ი ავრცელებს.

უსმანოვმა იახტა „Dibar“-ი 2016 წელს ფირმა „lurssen“-ისგან შეიძინა, გადაიხადა 600 მილიონი დოლარი. ის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული. ფირმა აცხადებს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და რთულად ასაგები იახტა იყო. „Dibar“-ს აქვს ყველაზე დიდი წყლის აუზი, რომელიც ოდესმე იახტებზე დამონტაჟებულა, ორი აეროდრომი შვეულმფრენებისთვის, საუნა, სილამაზის სალონი, სავარჯიშო დარბაზი... მისი ეკიპაჟი 96 ადამიანისგან შედგება.

საფრანგეთში კი დააკავეს „როსნეფტის“ ხელმძღვანელის, იგორ სეჩინის იახტა Amore Vero. ამის თაობაზე „ტვიტერში“ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ლე მერმა დაწერა.

„ბიბისი“ ასევე წერს იახტა „Graceful“-ზე, რომელსაც მეტსახელად „პუტინის იახტას“ ეძახიან, თუმცა ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, უცნობია. „ბიბისი“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე იახტამ მოულოდნელად დატოვა ჰამბურგი, სადაც ასევე შესაკეთებლად იდგა და კალინინგრადში გაემართა.

„Graceful“-ის სიგრძე 82 მეტრია, მასზე ორი სართული აპარტამენტებს უჭირავს, ასევე არის აეროდრომი და აუზი. იახტის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი დოლარია.

რუსი ოლიგარქების იახტების დაკავება უკავშირდება ევროკავშირის სანქციების დაწესებას უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო.

XS
SM
MD
LG