Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის ერთობლივ მცდელობაზე


უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც ბელარუსში გაიმართა, გარღვევა არ მომხდარა. მაგრამ, როგორც უკრაინის მხარის წარმომადგენლები იტყობინებიან, შეხვედრის დროს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის და სხვა საკითხების გარშემო გაიმართა, მხარეები შეთანხმდნენ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის ერთობლივ მცდელობაზე.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ჩვენთვის დიდად სამწუხაროდ, მოლაპარაკებას არ მოჰყოლია ის შედეგი, რომელსაც ველოდით“. ჟურნალისტებთან პოდოლიაკის საუბრის დროს რუსეთის არმია აგრძელებდა სრულმასშტაბიან იერიშს უკრაინაში.

პოდოლიაკის თქმით, შედგა შეთანხმება, რომ ორივე მხარე ძალისხმევას გამოიჩენს ევაკუაციის, ასევე სურსათის და მედიკამენტების მიწოდების მიზნით ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისთვის იმ ადგილებში, სადაც განსაკუთრებულად მძაფრი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რათა დროებით შეწყდეს ცეცხლი იქ, სადაც წარმოებს ევაკუაცია. პოდოლიაკის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ მომავალ შეხვედრაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG