Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრემიერი: პრაღა კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს პირებს, რომლებიც უკრაინაში საომრად წავლენ


ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა

ჩეხეთი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მოუხსნის პირებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წავლენ უკრაინაში, განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ.

„ბატონ პრეზიდენტთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ პირებს, რომლებსაც სურთ უკრაინაში წასვლა და უკრაინის მხარეს ბრძოლა, შეგვიძლია მივცეთ გარანტია, რომ "არ დაისჯებიან, პასუხისმგებლობის მოხსნის სახით", - დაწერა ფიალამ "ტვიტერზე" 3 მარტს.

2 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მსოფლიოს 16 ქვეყნიდან უკვე ჩადიან უკრაინაში მოხალისეები, „რომლებიც მზად არიან უკრაინელი ხალხის მხარდამხარ იბრძოლონ აგრესორის წინააღმდეგ“. კულებას თქმით, მათმა რიცხვმა უკვე ათასს გადააჭარბა.

1 მარტიდან უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, უცხოელი მოხალისეებისთვის უკვე მოქმედებს უვიზო რეჟიმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG