Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ამბობს, რომ არ აპირებს რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას


პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ არ აპირებს რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.

„აეროფლოტის“ ბორტგამცილებლებთან შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეროვნული ტელევიზიით, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგმება მხოლოდ „გარე აგრესიის შემთხვევაში“.

„მაგრამ ჩვენ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს და იმედი მაქვს, არც გვექნება“, - თქვა მან.

ვრცელდებოდა ხმები, თითქოს პუტინი გეგმავდა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას - როცა სამხედრო ძალების კონტროლის ქვეშ გადადის მთავრობის ფუნქციების კონტროლი.

მისი თქმით, არსებობს სხვა სპეციალური საგანგებო მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს „მასშტაბური გარე საფრთხის“ შემთხვევაში - მაგრამ ის არც აპირებს მათ შემოღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG