Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: უკრაინაში ომის პარალელურად, ქვეყნის შიგნით ნაღმების განეიტრალება გვიწევს


საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ნაწილს რადიკალებად მოიხსენიებს და მათ "ნაღმების დადებაში" ადანაშაულებს. ის "ფეისბუკზე" წერს, რომ ყველაფრის გადატანის ძალა აქვთ.

"ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა მათგან გასაკვირი ესეც კი არ არის - უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და ომის წარმოების პარალელურად ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის გავეშებული და ისტერიამდე მისული პროპაგანდის მოგერიება და დადებული ნაღმების განეიტრალება გვიწევს!..

ოკუპირებული რეგიონები, რუსული საოკუპაციო ჯარი ქვეყნის შუაგულში, ომში ჩათრევის ყოველწუთიერი მცდელობები, გარე საფრთხეები, რისკები, ესენი შიგნიდან...

განაცხადი ევროკავშირში! არც ეს საერთო ეროვნული მიზანი აფერხებთ..." - წერს მდინარაძე.

უკრაინაში საომარი მოქმედებები მეათე დღეა მიმდინარეობს. ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები კი რუსეთის შესაჩერებლად ეკონომიკურ სანქციებს აწესებენ, მათ შორის, რუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის ქვეყნებმა ცა ჩაკეტეს. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება და ამაზე კრიტიკას ოპოზიციის მხრიდან ომში ჩართვის სურვილით ხსნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG