Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ დონბასელებს ბრძოლისკენ მოუწოდა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დონბასის მკვიდრთ რუსულ ენაზე მიმართა და მოუწოდა ისევე როგორც უკრაინის ყველა დანარჩენმა მხარემ მათაც იბრძოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, სხვა შემთხვევაში მათაც იგივე ბედი ელით რაც ხარკოვს, ხერსონსა და უკრაინის სხვა ქალაქებს.

დონბას გაიხსენე, როგორ ამბობდნენ შენზე - დონბასი ვერავინ დააჩოქა და ვერავინ დააჩოქებს! ეს სიტყვები დონეცკსა და ალუგანსკში ყველამ იცის. მას ადრე ხშირად იმეორებდნენ. ახლა რა ხდება, დომბას? ახლაა ზუსტი დრო. მივმართავთ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, ყველას ვინც გვისმენს, ვისაც მეხსიერება არ წაუშალეს პროპაგანდით, ვისაც შიშით არ დაუხუჭეს თვალები, ვისაც სული არ დაუმახინჯეს ცინიზმით, იბრძოლეთ, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის, თქვენი თავისუფლებისთვის, უკრაინისთვის. ხერსონთან ერთად, ბერდიანსკთან ერთად კიევთან და უკრაინის ყველა ქალაქთან ერთად, რომლებიც სიცოცხლეს აფასებენ და არ ეშინიათ“,- თქვა ზელენსკიმ.

მისი სიტყვებით, იცის რომ დააჯერეს ბევრი, თითქოს უკრაინელებს ისინი სძულთ, რომ თითქოს თავს დაესხმება მათ. „რუსეთის ტელევიზიაში მატყუარები ამაზე ყოველ დღე ლაპარაკობენ“,- ამბობს ზელენსკი.

უბრალოდ შეადარეთ დონეცკი 8 წლის შემდეგ და ომის 8 დღის შემდგომი ხარკოვი. თქვენ გეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვანადგურებთ ქალაქებს, შეხედეთ ხარკოვს, ჩერნიგოვს, 500 კილოგრამიან ბომბებს. რომლებსაც უკრაინელების სახლებს უშენდნენ, გვკლავდნენ, კლავდნენ ბავშებს ბოროდიანკას, აფეთებული სკოლებსა და საბავშვო ბაღებს შეხედეთ აფეთებულ კიევის ტაძარს, შეხედეთ ამ ყველაფერს რაც რუსეთმა ჩაიდინა, ეს ხომ თქვენს თვალიწინ გააკეთა ,ამიტომ დაიცავით თავი, თორემ თქვენს სიცოცხლესაც წაგართმევთ და თქვენს სახლებსაც“,- ამბობს ზელენსკი

მისი სიტყვებით "უკრაინა თავისიანებს არ ესვრის, არ აფეთქებს სახოვრებელ სახლებს და და ყველა დონბასელი იყო და იქნება უკრანელი", - ამბობს ზელენსკი.

მე-10 დღეა, უკრაინაში რუსეთის ომი მიმდინარეობს. თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი და 1,2 მილიონზე მეტი კი ლტოლვილად იქცა.

რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). იბომბება უკრაინის ყველა მსხვილი ქალაქი, მათ შორის კიევის ოლქის ქალაქები და დედაქალაქიც.

სამხედრო აგრესიას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება უძღოდა წინ.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG