აშშ-ის გადახდის ბარათების კომპანიები, Visa და Mastercard-ი იტყობინებიან, რომ რუსეთში თავიანთ საქმიანობას შეაჩერებენ.
„ყველა ტრანსაქცია, რომელსაც განახორციელებენ რუსეთში გაცემული Visa-ს ბარათით, ქვეყნის გარეთ აღარ იმოქმედებს და Visa-ს ყველა ბარათი, რომლებიც გაცემული უცხოეთის საფინანსო ორგანიზაციების მიერ რუსეთის გარეთ, აღარ იმოქმედებს რუსეთის ფედერაციაში“, აცხადებს კომპანია Visa. Visa-ს აღმასრულებელი დირექტორის, ელა კელის თქმით, კომპანია იძულებულია იმოქმედოს "უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, რის მოწმეც გავხდით".
Mastercard-ის განცხადებით, "ერთ კვირაზე მეტია მსოფლიო უყურებს შოკის მომგვრელ და გამანადგურებელ მოვლენებს, რაც მოჰყვა უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ჩვენი კოლეგებზე, მომხმარებლებსა და პარტნიორებზე ამან წარმოუდგენლად იმოქმედა". ამ კონფლიქტის უპრეცენტო ბუნების და გაურკვეველი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით Mastercard-ი წყვეტს რუსეთში საქმიანობას, ნათქვამია განცახდებაში.