Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც აღარ გაიზრდებიან“ - უკრაინის პირველი ლედი ნატოს მიმართავს


ელენა ზელენსკა და ვოლოდიმირ ზელენსკი
ელენა ზელენსკა და ვოლოდიმირ ზელენსკი

„ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს ხოცავენ, შეგნებულად და ცინიკურად“ - უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკა "ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ნატოს მოუწოდებს, რუსეთის თვითმფრინავებისთვის ცა დახუროს.

„უკრაინაში უკვე სულ მცირე 38 ბავშვი მოკლეს და ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან ქალაქები ცეცხლის ქვეშაა. როდესაც რუსეთში იტყვიან, რომ უბრალოდ მოქალაქეებს არავინ ებრძვის, მათ ეს ფოტოები ანახეთ. ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც აღარ გაიზრდებიან.

კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს რუსი ჯარისკაცების ხელით, რომ ცეცხლი შეწყდეს და ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმებას მიაღწიონ... ასეთი დერეფანი ახლა ყველაზე მეტად უკრაინის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებშია საჭირო. იქ საკვების და წამლების გარეშე ასობით ბავშვი დაიღუპება. ოკუპანტები მთლიანად ოჯახებს ხოცავენ და მოხალისეებსაც, როდესაც ისინი ცდილობენ ქალაქი დატოვონ ან პირიქით შიგ შევიდნენ.

ნატო, ბოლოსდაბოლოს დახურე ცა უკრაინის თავზე რუსეთის თვითმფრინავებისთვის. გადაარჩინე ჩვენი ბავშვების სიცოცხლე, რომ შემდეგ აღარც თქვენი ბავშვები არ დაიხოცონ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე.

პირველმა ლედიმ პოსტთან ერთად ომის პერიოდში უკრაინაში დაღუპული ბავშვების ფოტოებიც გამოაქვეყნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG