Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ბირთვული მეთვალყურე შეშფოთებულია ვითარებით რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ უკრაინულ ატომურ ელექტროსადგურზე

ბრძოლა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე
ბრძოლა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე

უკრაინამ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) აცნობა, რომ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურს მართავს რუსი ოფიცერი, რომელიც მეთაურობს ქვედანაყოფს, რომელიც სადგურს აკონტროლებს.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი "უკიდურესად შეშფოთებულია" მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარებით. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, მომსახურე პერსონალმა "უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობები უსაფრთხოებისა და უშიშროების მხრივ და საშუალება უნდა ჰქონდეს, მიიღოს გადაწყვეტილებები ზედმეტი ზეწოლის გარეშე".

გროსის თანახმად, ვითარება, რომლის შესახებაც განაცხადა უკრაინამ ზაპორიჟიეში, ეწინააღმდეგება ამ სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთს მათგან, რასაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო უწოდებს "შვიდ აუცილებელ სვეტს“, რომელთაც ეყრდნობა ბირთვული უსაფრთხოება.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ბირთვულმა მარეგულირებელმა უწყებამ ვენაში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა, რომ მას კომუნიკაციის პრობლემები აქვს ზაპორიჟიეს ოპერატიულ პერსონალთან, რაც კიდევ ერთ ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება.

რუსმა სამხედროებმა ადგილზე გათიშეს ზოგიერთი მობილური ქსელი და ინტერნეტი "ისე, რომ სანდო ინფორმაციის მოპოვება საიტიდან შეუძლებელია კომუნიკაციის ნორმალური არხების საშუალებით", - ნათქვამია ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაში. განცხადებაში დამატებით აღნიშნულია, რომ მობილური ტელეფონით კომუნიკაცია ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, მაგრამ ცუდი ხარისხით. "მე უაღრესად შეშფოთებული ვარ მოვლენების იმ განვითარებით, რაც დღეს მაცნობეს", - განაცხადა გროსიმ.

XS
SM
MD
LG