Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტი ჯერჯერობით ვერ ხედავს კიევზე რუსეთის შტურმის ნიშნებს

პოლონეთის პრეზიდენტი ვერ ხედავს კიევზე რუსული ჯარის შტურმის ნიშნებს. პრეზიდენტი დუდა ტვიტერზე წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უამბო კიევთან რუსული ჯარის და ტექნიკის მუდმივი თავმოყრის შესახებ: „მაგრამ არ არის ენთუზიაზმის ან შტურმისთვის მზადყოფნის არანაირი ნიშნები“.

პოლონეთის პრეზიდენტის თანახმად, მეორე მხრივ, უკრაინის დამცველები მზად არიან საბრძოლველად და მტრის მოსაგერიებლად დიდი მოტივაცია აქვთ. დუდა კიდევ ერთხელ ავრცელებს მოწოდებას უკრაინის მხარდასაჭერად.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

XS
SM
MD
LG