Accessibility links

site logo site logo

„არასდროს ვყოფილვარ აფხაზეთში“ - „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი


რუსეთის დამოუკიდებელი ტელეარხის, „დოჟდის“, ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი უარყოფს, რომ საქართველოში მისი არშეშვების მიზეზი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი შეიძლება გამხდარიყო.

„ტყუილია. არასდროს ვყოფილვარ იქ [აფხაზეთში]“, - ეუბნება ფიშმანი რადიო თავისუფლებას.

ფიშმანი განმარტავს, რომ საქართველოში არაერთხელ უმოგზაურია და აქამდე პრობლემა არასდროს შეჰქმნია.

ის დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში არშეშვების მიზეზი მისი ჟურნალისტური საქმიანობაა. თუმცა ფიშმანი საქართველოს საზღვრიდან ისე გააბრუნეს, მიზეზი არავის აუხსნია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG