Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი დოლართან მნიშვნელოვნად გაუფასურდა


ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, დოლართან ლარი - 12,5 თეთრით, ევროსთან კი - 7,7 თეთრით.

40-ზე მეტი ვალუტიდან, რომლის შესახებაც ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს, ლარი გამყარდა მხოლოდ სამ ვალუტასთან: უნგრულ ფორინტთან, პოლონურ ზლოტთან და რუსულ რუბლთან.

ხვალიდან, 8 მარტიდან, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იქნება:

  • 1 დოლარი - 3,3991 ლარი;
  • 1 ევრო - 3,6802 ლარი.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი დოლართან მკვეთრად გაუფასურდა - თუკი, 24 თებერვლის დილით 1 დოლარი 3,003 ლარი ღირდა, ხვალ დილიდან 3,3991 ლარი ეღირება. ჯამში სხვაობა თითქმის 40 თეთრია.

ამავე პერიოდში ლარი ევროსთან 27 თეთრზე მეტით გაუფასურდა -თუკი 24 თებერვლის დილით 1 ევროს ყიდვა 3,4063 ლარად შეიძლებოდა, ხვალ დილიდან 3,6802 ლარი ეღირება.

საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა რუსული რუბლის შემთხვევაში - თუკი 24 თებერვლის დილით 100 რუბლი 3,8131 ლარი ღირდა, 8 მარტს დილიდან 2,4641 ლარი ეღირება, სხვაობა 1,349 ლარია. ჯამში რუბლი ლართან 35 პროცენტით გაუფასურდა.

უკვე მეთორმეტე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები. უკვე დაიღუპა 30-ზე მეტი ბავშვი და ათეულობით ადამიანი. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG