Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირცხვილიას" ოთხი წევრი დააკავეს


რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია.
რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" ინფორმაციით, მისი ოთხი წევრი დააკავეს.

„მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ სრულიად უმიზეზოდ დააკავეს მოძრაობის 4 წევრი: გიორგი მჟავანაძე, გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე და ზუკა ბერძენიშვილი", - წერს „სირცხვილია".

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მისგან მიღებული ცნობის შემდეგ, ინფორმაცია განახლდება.

დღეს, 7 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე „სირცხვილიას" ორგანიზებით გაიმართა აქცია, რომელზეც მოქალაქეებს გააცნეს სამი მოთხოვნა:

  • დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან;
  • აიკრძალოს რუსული მედია;
  • დაიკეტოს ცა რუსეთისთვის.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსულ სოციალურ ქსელებში შეიქმნა ათობით ჩატი, რომლებშიც რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის სასწრაფოდ დატოვების გზებს განიხილავენ. ათასობით რუსი მიაწყდა მეზობელ ფინეთს ისევე, როგორც საქართველოს, სადაც მათ არ სჭირდებათ ვიზა და შეუძლიათ დარჩნენ თითქმის ერთი წლით.

ამ ფონზე ქართულ საზოგადოებაში იფეთქა დისკუსიამ, უნდა შემოუშვას თუ არა საქართველომ მიგრანტთა სპონტანური ნაკადი რუსეთიდან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG