Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა ბოიკოტი გამოუცხადა ჰააგის სასამართლოში გამართულ განხილვას უკრაინაში მისი ქმედებების შესახებ


სანთლებით გაკეთებული წარწერა "პუტინ, გამოდი" სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შენობასთან, ჰააგა, 2022 წლის 7 მარტი .
სანთლებით გაკეთებული წარწერა "პუტინ, გამოდი" სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შენობასთან, ჰააგა, 2022 წლის 7 მარტი .

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თქმით, ის "რაც შეიძლება სწრაფად" გამოაცხადებს გადაწყვეტილებას იმ ფონზე, როცა მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, გაიხსნა კიევის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასრულებას ისახავს მიზნად.

გაეროს მთავარმა სასამართლომ საქმის განხილვა 7 მარტს დაიწყო და უკრაინის არგუმენტები მოისმინა. მეორე სხდომა დაინიშნა 8 მარტს, რომელზეც რუსეთს საშუალება ექნება თავისი სათქმელი წარმოადგინოს, თუმცა მოსკოვმა პროცედურებს ბოიკოტი გამოუცხადა და ჰააგაში განთავსებულ სასამართლოს შენობაში მისი ადვოკატებისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელი დატოვა.

უკრაინა სასამართლოს სთხოვს, რუსეთის მიმართ გასცეს ორდერი, რათა მოსკოვმა "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები", რომლებიც მან 24 თებერვალს დაიწყო. კიევი შეთითხნილს უწოდებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის წამოყენებულ საბაბს, რომ ის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტებით კონტროლირებულ ლუგანსკში და დონეცკში "გენოციდის" აღკვეთას ესწრაფვის. კიევი ამას მიიჩნევს სიცრუედ, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეჭრის გასამართლებლად იყენებს.

"ის ფაქტი, რომ რუსეთის სკამები ცარიელია, მრავლისმეტყველია. ისინი არ არიან აქ, კანონის სასამართლოში. ისინი ბრძოლის ველზე არიან და ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებენ", - აცხადებს უკრაინის წარმომადგენელი ანტონ კორინევიჩი.

XS
SM
MD
LG