Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს გადასცემს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა - რომელსაც წლების განმავლობაში გამოარჩევდა დადებითი დამოკიდებულება მოსკოვთან - 7 მარტს გამოაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცემს ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს, რუსეთის შეჭრის დროს გამოჩენილი სიმამაცის და გაბედულების გამო.

რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ზემანი 2013 წლიდან, ხელისუფლებაში მოსვლიდან უჭერდა მხარს, თუმცა, როცა რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა, მან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "შეშლილი" უწოდა.

დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს მკაცრი სანქციები დააკისრეს უკრაინაში შეჭრის პასუხად. თავად მოსკოვი უკრაინაში შეჭრას უწოდებს "საგანგებო სამხედრო ოპერაციას" უკრაინის განიარაღების მიზნით.

ზემანის თქმით, ერთ-ერთი დეპუტატი გამოვიდა წინადადებით, ზელენსკის მიენიჭოს ჩეხეთის უმაღლესი ჯილდო. "გადავწყვიტე ამ წინადადებას დავთანხმდე", - თქვა ზემანმა და დასძინა, - იმიტომ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გამოავლინა სიმამაცე და გაბედულება და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა მას ევაკუაცია შესთავაზა, ის თავისი ქვეყნის დედაქალაქში დარჩა, საიდანაც თავდაცვას ხელმძღვანელობს".

ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ზელენსკის ჯილდო სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს გადაეცემა - როცა დაჯილდოების ცერემონიალი იმართება ხოლმე.

XS
SM
MD
LG