Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ოლიგარქები შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინაში ომის გამო და მისი დამთავრება სურთ


ვლადიმირ ლისინი, ნოვოლიპეცკის ფოლადგადამამუშავებელი ქარხნის (NLMK) დიტრექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
ვლადიმირ ლისინი, ნოვოლიპეცკის ფოლადგადამამუშავებელი ქარხნის (NLMK) დიტრექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

რუსი ოლიგარქები შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნები აგრძელებენ კრემლთან დაკავშირებული მილიარდერებისთვის დარტყმების მიყენებას უფრო მეტი სანქციების დაწესებით.

რუსმა მაგნატმა, ოლეგ დერიპასკამ, რომელიც ცნობილია თავისი მჭიდრო კავშირებით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, 7 მარტს "ტვიტერზე" დაწერა, რომ ომი უკრაინაში რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. "ჩვენ მშვიდობა გვჭირდება რაც შეიძლება მალე, რადგან ჩვენ უკვე გადავკვეთეთ ზღვარი, უკან ვეღარ დავბრუნდებით, მთელი მსოფლიო სხვანაირი იქნება, რუსეთიც სხვანაირი იქნება", - თქვა დერიპასკამ.

ასევე 7 მარტს, კიდევ ერთმა რუსმა მაგნატმა, ვლადიმირ ლისინმა, განცხადებაში, რომლითაც მიმართა ქალაქ ნოვოლიპეცკის ფოლადის ქარხნის მუშებს (NLMK), თქვა, რომ დაკარგული სიცოცხლეები უკრაინაში - ეს ის ტრაგედიაა, რომლის გამართლებაც ძნელია. ლისინმა, ნოვოლიპეცკის ფოლადის ქარხნის ხელმძღვანელმა და ობიექტის მთავარმა მეწილემ, მოწოდება გააკეთა მშვიდობიანი, დიპლომატიური ძალისხმევისკენ კონფლიქტის მოსაგვარებლად და გამოთქვა იმედი, რომ ომი მალე დამთავრდება.

რუსმა ბიზნესმენმა, ოლეგ ტინკოვმა, 6 მარტს განაცხადა, რომ ის მილიარდერი აღარ არის, რადგან სანქციების გამო დიდი თანხები დაკარგა. მან სთხოვა ჟურნალისტებს, რომ მას ოლიგარქი აღარ უწოდონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG