Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონი ეჭვობს, რომ რუსმა ოლიგარქმა ლუქსემბურგში რეგისტრირებული თვითმფრინავით ისარგებლა

დიდ ბრიტანეთში დააკავეს ლუქსემბურგში დარეგისტრირებული კერძო თვითმფრინავი, რომელიც შესაძლოა, სინამდვილეში რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის. თვითმფრინავი დაეშვა ფარნბოროს აეროპორტში, რომელიც კერძო საკუთრებაა.

ბრიტანული მაუწყებლის, BBC-ს ინფორმაციით, ხელისუფლება იკვლევს, ხომ არ იმყოფებოდა კერძო თვითმფრინავის ბორტზე სანქციების „შავ სიაში“ მყოფი რომელიმე რუსი. არ გამორიცხავენ, რომ ლუქსემბურგში დარეგისტრირებული თვითმფრინავით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა ერთ-ერთი რუსი ოლიგარქი.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, დიდმა ბრიტანეთმა, დასავლეთის სხვა სახელმწიფოების მსგავსად, სანქციები დაუწესა არაერთ რუს მილიარდერსაც.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადოს რუსეთის მოქალაქეების ან მათ მიერ დაქირავებული თვითმფრინავების შესვლა გაერთიანებული სამეფოს საჰაერო სივრცეში. ლონდონში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ზომა დარტყმა იქნება იმ მდიდარი რუსებისთვის, რომლებიც სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებული თვითმფრინავებით სარგებლობენ.

XS
SM
MD
LG