Accessibility links

site logo site logo

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რომან აბრამოვიჩს, ოლეგ დერიპასკას და კიდევ რამდენიმე რუს ოლიგარქს


რომან აბრამოვიჩი

დიდმა ბრიტანეთმა "ჩელსის" საფეხბურთო კლუბის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის, ოლეგ დერიპასკას და კიდევ რამდენიმე ცნობილი რუსი ბიზნესმენისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების ხელმძღვანელების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.

სანქცირებულთა სიაში შედიან გიგანტური კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მილერი, „ტრანსნეფტის“ პრეზიდენტი ნიკოლაი ტოკარევი, ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი და ბანკ „როსიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ლებედევი.

სანქცირებული შვიდი რუსი ოლიგარქის საერთო პირადი კაპიტალი, დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს აღწევს.

ხსენებულ ოლიგარქებს, სანქციების თანახმად, აეკრძალათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, ხოლო მათი აქტივები გაიყინა. BBC-ის ჟურნალისტმა საიმონ სტოუნმა Twitter-ზე დაწერა, რომ "ჩელსი" უკვე ხურავს საფეხბურთო კლუბის კუთვნილ მაღაზიას და მატჩებზე დასასწრებ ბილეთებს ვეღარ გაყიდის.

55 წლის აბრამოვიჩმა, რომელიც "ჩელსის" 2003 წლიდან ფლობს, საფეხბურთო კლუბი ამ თვის დასაწყისში გამოიტანა გასაყიდად და პირობა დადო, რომ მიღებულ თანხას უკრაინაში ომის მსხვერპლთა დასახმარებლად გაიღებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG