Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარებას 13.6 მილიარდი დოლარით


ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, სენატმაც დაუჭირა მხარი საბიუჯეტო კანონპროექტს უკრაინისთვის 13.6 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.

ამ თანხიდან დაახლოებით ნახევარს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო გამოიყენებს უკრაინის სამხედრო დახმარებისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა, ნატოს წევრ ქვეყნებში ამერიკელი სამხედროების გასაგზავნად. დანარჩენი დაიხარჯება უკრაინისთვის ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გასაწევად.

კონგრესის ორივე პალატის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს ხელს მოაწერს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. 2 მილიონს აჭარბებს ლტოლვილების რიცხვი.

XS
SM
MD
LG