Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინიდან ვრცელდება ცნობები ლუცკის და დნიპროს დაბომბვის შესახებ

უკრაინული მედიასაშუალებები და ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყებიან რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ქალაქების, ლუცკის და დნიპროს დაბომბვის შესახებ.

ლუცკის მერი, იჰორ პოლიშჩუკი ფეისბუკზე წერს, რომ აფეთქებები მოხდა ქალაქის აეროდრომის მხარეს. მერმა მოქალაქეებს მოუწოდა თავშესაფრებში გადავიდნენ და არ გამოაქვეყნონ ფოტოები, მისამართები და კოორდინატები.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ 4 აფეთქება იყო სავარაუდოდ, იმ რაიონში, სადაც ლუცკის საავიაციო ქარხანა მდებარეობს.

გამოცემის ცნობითვე, ქალაქ დნიპროს ერთ-ერთ რაიონში სამჯერ დაიბომბა საბავშვო ბაღის, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის და ფეხსაცმლის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიები. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 1 ადამიანი.

უკრაინის დასავლეთში მდებარე ლუცკი და სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე დნიპრო ე.წ. ზურგის ქალაქებად ითვლებიან. როგორც უკრაინული ტელეარხი ТСН იუწყება, ამ საოლქო ცენტრებში, ზოგიერთ ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს და მას შემდეგ, დღეს დილამდე აფეთქებები აღარ ყოფილა.

XS
SM
MD
LG