Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ადასტურებს ლუცკის და ივანო-ფრანკოვსკის რაიონების დაბომბვას


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მანამდე უკრაინული წყაროებით გავრცელებული ცნობები უკრაინის დასავლეთში მდებარე ქალაქ ლუცკის აეროდრომის რაიონის დაბომბვის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თანახმად, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა „დიდი სიშორის მაღალი სიზუსტის იარაღით“ იერიში მიიტანეს ლუცკის და ასევე, ივანო-ფრანკოვსკის სამხედრო აეროდრომებზე. კონაშენკოვის თქმით, ორივე აეროდრომი მწყობრიდან გამოიყვანეს.

ლუცკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, იური პროგულაიკოს ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 უკრაინელი სამხედრო და 6 დაიჭრა.

უკრაინის დასავლეთში მდებარე ლუცკი და ივანო-ფრანკოვსკი ე.წ. ზურგის ქალაქებად ითვლებიან. დღეს, 11 მარტს, რუსულმა ძალებმა იერიში მიტანეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე კიდევ ერთ ასეთ ქალაქზე, დნიპროზე.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს ცნობით, დნიპროს ერთ-ერთ რაიონში სამჯერ დაიბომბა საბავშვო ბაღის, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის და ფეხსაცმლის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიები. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 1 ადამიანი.

XS
SM
MD
LG