შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1987 წელს დაბადებული კაცი, რომელსაც სხვისი საბანკო მონაცემების მოპოვებასა და თანხის გადარიცხვებს ედავებიან. დაკავებულს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ შ.ს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს მყოფი აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინკოდებს. შემდეგ ბრალდებული, გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი ჩარიცხვის გვერდის გამოყენებით მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან თანხებს საკუთარ ონლაინ კაზინოს და ტოტალიზატორის ანგარიშებზე რიცხავდა, ფულს კი სპეციალური "ზერო" ბარათის გამოყენებით ანაღდებდა", - აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, სულ დაზარალებულია 14 მოქალაქე და მათ 5227 ლარი დაკარგეს.
გამოძიება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის მუხლით მიმდინარეობს. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.
დაწერეთ კომენტარი