Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქალაქის მერი გაიტაცეს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ინფორმაციით, რუსმა „სამხედრო დამნაშავეებმა“ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ დნიპრორუდნეს მერი ევგენი მატვეევი გაიტაცეს.

„იმის გამო, რომ [რუს სამხედროებს] ადგილზე არავითარი მხარდაჭერა არა აქვთ, დამპყრობლები ტერორზე გადადიან. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეაჩერონ რუსეთის ტერორი უკრაინელებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ“, - წერს კულება ტვიტერზე.

უკრაინის ხელისუფლება ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებდა სასწრაფო რეაგირებისკენ, 11 მარტის შემდეგ, როცა რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი გაიტაცეს. მერის გათავისუფლების მოთხოვნით, 12 მარტს მელიტოპოლის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა. კიევის ცნობით, ის ამ დრომდე არ არის გათავისუფლებული.

24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსი სამხედროები წააწყდნენ მკვეთრ წინააღმდეგობას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. უკრაინელები ხშირად აწყობს საპროტესტო აქციებს, წინ ეღობებიან სამხედრო ტექნიკას და რუს სამხედროებს რუსულ ენაზე მოუწოდებენ - "გაეთრიეთ".

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG