Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ დაჭრილები მოინახულა და დააჯილდოვა


პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაჭრილები საავადმყოფოში მოინახულა. 13 მარტი, 2022 წელი.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაჭრილები საავადმყოფოში მოინახულა. 13 მარტი, 2022 წელი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჭრილი მეომრები საავადმყოფოში მოინახულა და დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა საავადმყოფოს თანამშრომლებსაც.

„მალე გამოჯანმრთელდით. საავადმყოფოდან თქვენი გამოსვლის დროისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება!" - ვკითხულობთ პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.

გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ვოლოდიმირ ზელენსკი ქუჩაში, თანმხლებ პირებთან ერთად. შემდეგ ის შედის როგორც საავადმყოფოს პალატებში, ასევე, სავარაუდოდ, რეანიმაციულ განყოფილებაში.

13 მარტს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მე-18 დღე შესრულდა. ერთი დღით ადრე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ამ ომში 1300-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

კიევის ცნობით, 12 ათასს გადააჭარბა დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვმა. დანაკარგებთან დაკავშირებული ინფორმაცია სადავოა სხვადასხვა წყაროს მხრიდან.

XS
SM
MD
LG