Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზი თამაზ ლომიძე უკრაინაში ომზე: როცა ანადგურებ მეორეს, ღმერთის შვილი აღარ ხარ


მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს. მისი შეფასებით, იმის თქმა, რომ ამ ომში "დამნაშავე არავინ არ არის", მკრეხელობაა.

"იმ დღიდან, როცა მე დავიწყებ შეგნებულად ბოროტების კეთებას, არ ვარ მე ღმერთის შვილი. შეიძლება, უნებლიედ დამემართოს რაღაც და შეცდომა ჩავიდინო, მაგრამ შეგნებულად თუ მე გადავალ სიცრუის გავრცელებაზე, მკვლელობაზე, ბოროტებაზე, დაპყრობაზე, თავდასხმაზე, განადგურებაზე, ქალაქების დანგრევაზე, არ ხარ ღმერთის შვილი. ეს რუსეთს და რუსებს უნდა ესმოდეთ, ვინც ამას ამართლებს...

ჩვენ ქრისტიანებმა ყოველთვის უნდა ვთქვათ ის, რაც სიმართლეა და სულელურად არ მოვიტყუოთ თავი... ერთი როცა ანადგურებს მეორეს, ის ღმერთის შვილი აღარაა", - თქვა დეკანოზმა ქადაგების დროს.

უკვე მეთვრამეტე დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG