Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონის წარმომადგენელი: რუსეთი უკრაინის ცნობილი, ამჟამად დაშლილი საპოლიციო დანაყოფის წევრებს განათავსებს ოკუპირებულ ადგილებში


უკრაინის სამხრეთში, ოკუპირებულ ქალაქ ხერსონში, რუსეთის ძალები ზეწოლას ახორციელებენ ადგილობრივ ოფიცრებზე და ცნობილი, ამჟამად უკვე დაშლილი საპოლიციო სპეცრაზმის წევრებს ამუშავებენ - ამბობს ხერსონის ადგილობრივი საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე სერჰიი ხლანი.

ხერსონი, რომელსაც მოკლე მანძილი აშორებს ადმინისტრაციულ საზღვრამდე უკრაინის დანარჩენ ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს შორის, გახდა უკრაინის პირველი დიდი ქალაქი, რომელიც რუსეთის ძალებმა 5 მარტს ჩაიგდეს ხელში.

13 მარტს ხერსონის ათასობით მოსახლემ საპროტესტო აქცია გამართა ქალაქის ცენტრში, რუსეთის ძალების წინააღმდეგ. მათ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და სკანდირებდნენ -"რუსი ჯარისკაცები ფაშისტი ოკუპანტები არიან".

ხერსონის მესვეურების მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოში სროლის ხმა ისმის, რუსი სამხედროები ჰაერში ისვრიან, როგორც ჩანს, დემონსტრანტების დასაშინებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG