Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ჩრდილოეთით დაიღუპა ამერიკელი ჟურნალისტი


კიევიდან ჩრდილოეთით, ირპენში მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი, კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტი დაჭრილია - იუწყებიან მედიასაშუალებები.

უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებში მოხალისედ მომუშავე ქირურგი დანილო შაპოვალოვი ამბობს, რომ ამერიკელი მყისიერად მოკვდა, მეორეს კი ის უტარებს მკურნალობას.

სააგენტო ფრანს პრესი წერს, რომ ირპენში ნახა მსხვერპლის გვამი და მასში ამოიცნო ბრენტ რენო, ფოტოგრაფი და რეჟისორი, რომელიც წარსულში New York Times-სთვის მუშაობდა.

გამოცემამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტის სიკვდილის გამო. New York Times-ი აღნიშნავს, რომ ამჟამად რენო უკრაინაში მის მიერ არ იყო გაგზავნილი სამუშაოდ.

XS
SM
MD
LG