Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილი: შორიდან ყურება არ შემეძლო, აქ ვარ, უკრაინაში


საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ფეისბუკზე" წერს, რომ უკრაინაში საბრძოლველად წავიდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ახლა იქ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაა.

"არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ", - წერს ელისაშვილი.

ელისაშვილის გარდა, უკრაინაშია წინა ხელისუფლების დროს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილიც.

უკვე მეთვრამეტე დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG