Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელის თქმით, ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანების პროცესი


ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელი.
ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელი.

ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელი, აცხადებს, რომ ბლოკმა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანების შესახებ, რათა განმტკიცდეს ბალკანეთის უსაფრთხოება და თავდაცვა რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის ფონზე, რაც მთელ რეგიონს ემუქრება არასტაბილურობის შექმნით.

14 მარტს სკოპიეში გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა განაცხადა, რომ გასულ თვეში რუსეთის არაპროვოცირებული ინტერვენცია უკრაინაში ევროკავშირის „გაფართოების პროცესის აქტივიზაციის“ მომენტად იქცა.

ბარელმა დასძინა, რომ ბლოკი გააგრძელებს მოლაპარაკებებს ბულგარეთთან ორ მეზობელს შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რაც საფრთხეს უქმნის სკოპიეს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას.

ორი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში ედავება ერთმანეთს ენასა და ისტორიულ საკითხებზე. სკანდალმა პიკს 2020 წელს მიაღწია, როდესაც ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ვეტო დაადო. სოფია ირწმუნება, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ არ შეასრულა 2017 წლის ორმხრივი მეგობრობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები.

ბულგარეთმა ასევე მოუწოდა ჩრდილოეთ მაკედონიას, შეწყვიტოს სავარაუდო "დისკრიმინაცია" თავის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ბულგარული უმცირესობის მიმართ, აღმოფხვრას "სიძულვილის ენა" მედიაში და შეიტანოს ცვლილებები ქვეყნის ისტორიის სახელმძღვანელოებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG