Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი უკრაინაზე: ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და იხსენებს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იქ განვითარებულ მოვლენებს.

"გუშინ უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი ძალადობრივად მოკლეს... მსოფლიო შეესწრო უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, მერების გატაცებას, ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებს... ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს", - წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.

უკვე მეცხრამეტე დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG