Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ხარკოვი „ისკანდერით" დაბომბა - ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია


ხარკოვი
ხარკოვი

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ოლეგ სინეგუროვის ინფორმაციით, 14 მარტს საოკუპაციო ძალებმა ხარკოვი რუსეთის ტერიტორიიდან დაბომბეს სარაკეტო კომპლექს „ისკანდერით".

„ოკუპანტები აგრძელებენ ხარკოვის საცხოვრებელი ზონის დაბომბვას და ანადგურებენ ისტორიულ ცენტრს. სროლა გრძელდება ჩუგუევოში, იზიუმსა და დერგაჩიში. დღეს მტერმა იერიში მიიტანა, მათ შორის, სარაკეტო კომპლექს „ისკანდერით". თავდაცვის შტაბის ინფორმაციით, ხარკოვს შეუტიეს რუსეთის ტერიტორიიდან", - განაცხადა სინეგუროვმა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

რუსი სამხედროები უმოწყალოდ ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებსა თუ სამშობიარო სახლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG