Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 მილიონამდე გაიზარდა უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობა


გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, 3 მილიონს მიუახლოვდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც, რუსეთის მიერ უკრაინის ინტერვენციის შედეგად, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა და თავშესაფრის საძებნელად მეზობელი ქვეყნებისთვის შეეფარებინათ თავი.

15 აპრილის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, უკრაინის დატოვება მოუწია 2 969 600 ადამიანს.

ქვეყნების მიხედვით ლტოლვითა რაოდენობა ასე ნაწილდება:

  • პოლონეთი - 1,808,436
  • რუმინეთი - 453,432
  • მოლდოვა - 337,215
  • უნგრეთი - 263,888
  • სლოვაკეთი - 213,000
  • რუსეთი - 142,994
  • ბელარუსი - 1,475

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 24 თებერვლიდან 14 მარტამდე, გაეროს დადასტურებული აქვს სულ მცირე 630 მშვიდობიანი უკრაინელის დაღუპვის ფაქტი. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად კი, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულია 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG