Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაიღუპა „ფოქს ნიუსის“ ფოტოგრაფი პიერ ზაკრზევსკი


უკრაინაში დაიღუპა „ფოქს ნიუსის“ ფოტოგრაფი პიერ ზაკრზევსკი.

„ფოქს ნიუსის“ ცნობით, პიერ ზაკრზევსკი 14 მარტს კიევის ოლქში თანამშრომელთან, ბენჟამინ ჰოლთან, ერთად დაჭრეს.

მათ ავტომობილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი სოფელ ჰორენკაში გაუხსნეს. „ფოქს ნიუსის“ ცნობით, პიერი იყო ომის ფოტოგრაფი, რომელიც წლების განმავლობაში იღებდა „ფოქს ნიუსისთვის“ ფოტოებს ერაყიდან, ავღანეთიდან და სირიიდან.

პიერი უკრაინაში თებერვლიდან მუშაობდა. „ფოქს ნიუსის“ თანახმად, პიერ ზაკრზევსკისთან ერთად დაჭრილი ჟურნალისტი ბენჟამინ ჰოლი ჰოსპიტალიზებულია.

პიერ ზაკრზევსკი მეორე ჟურნალისტია, რომელიც უკრაინაში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მოკლეს. 13 მარტს კიევიდან ჩრდილოეთით, ირპენში მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი, ბრენტ რენო, ფოტოგრაფი და რეჟისორი, რომელიც წარსულში New York Times-სთვის მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG