Accessibility links

site logo site logo

პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში „სამხედრო ოპერაცია" გეგმის მიხედვით მიმდინარეობს


ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის" წარმატებული მსვლელობის შესახებ განაცხადა. „ოპერაცია წარმატებით ვითარდება", - ციტირებს პუტინის სიტყვებს „რია ნოვოსტი".

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობს წინასწარ დამტკიცებული გეგმების მკაცრი დაცვით.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 3 მილიონამდე უკრაინელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG