Accessibility links

site logo site logo

რუსეთის არმიამ მარიუპოლის დრამატული თეატრი დაბომბა


მარიუპოლის დრამატული თეატრი

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს ქალაქ მარიუპოლის დრამატული თეატრი. საკრებულოს ინფორმაციით, შენობას თავს აფარებდა ხუთასამდე მშვიდობიანი მოქალაქე - ქალები და ბავშვები.

ამავე ცნობით, დაბომბვის შედეგად განადგურებულია დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი,ნანგრევებმა კი ჩახერგა თავშესაფარში ჩასასვლელი. ინფორმაცია ზუსტდება.

„ჯერჯერობით შეუძლებელია შევაფასოთ ეს საშინელი და არაადამიანური ქმედება, რადგან ქალაქში გრძელდება სროლები საცხოვრებელ უბნებში", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 3 მილიონამდე უკრაინელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG