Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და სანაოსნო სამსახურის წყაროები: შავ ზღვაში შტორმის გამო უკონტროლოდ დაცურავს უკრაინის ასეულობით საზღვაო ნაღმი


რუსეთის საზღვაო ფლოტის ხომალდები ბოსფორის სრუტის გავლით შავი ზღვაში მიემართებიან. 2022 წლის 16 თებერვალი.
რუსეთის საზღვაო ფლოტის ხომალდები ბოსფორის სრუტის გავლით შავი ზღვაში მიემართებიან. 2022 წლის 16 თებერვალი.

Reuters-ის ცნობით, შავ ზღვაში უკრაინის ნავსადგურებთან რამდენიმე ასეული ნაღმი დაცურავს უკონტროლოდ მას მერე, რაც ისინი დიდი ღელვის და შტორმის გამო მოსწყდნენ ღუზებს, რომლებიც მათ იმაგრებდა.

სააგენტო იმოწმებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურს და სავაჭრო ნაოსნობის სამსახურებს.

შავი ზღვა ხორბლის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიაა.

"შტორმის გამო ნაღმების ღუზებთან დამაკავშირებელი კაბელები გაწყდა", - განაცხადა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) 19 მარტს, პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, იტყობინება Reuters-ი.

"ქარისა და წყლის დინების გამო, ნაღმები თავისუფლად გადაადგილდება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში", - ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური. FSB-ს ცნობით, დაახლოებით 420 ნაღმი მოწყდა ღუზებს. რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის პორტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ნოტა, რომელიც Reuters-მა იხილა. ნოტის თანახმად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ნაოსნობა სახიფათო გახდა.

ნაოსნობის სამსახურის წყაროებმა განაცხადეს, რომ საფრთხის შესახებ თურქეთის ხელისუფლებამ გააფრთხილა ისინი, ვინც დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებით სარგებლობენ, იტყობინება Reuters-ი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG