Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირს ახალი „სწრაფი რეაგირების“ სამხედრო შენაერთი ეყოლება - ის 2025 წლიდან იქნება ბრძოლისუნარიანი

გერმანიის არმიის - ბუნდესვერის ჯარისკაცები მანევრებისას.
გერმანიის არმიის - ბუნდესვერის ჯარისკაცები მანევრებისას.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ 21 მარტს, რომ ბლოკს ეყოლება ახალი სამხედრო შენაერთი, რომელიც 2025 წლიდან იქნება ბრძოლისუნარიანი და რომლის ბირთვს გერმანია უზრუნველყოფს.

ახალი შენაერთი არის ნაწილი ევროკავშირის „უშიშროების პოლიტიკის კონცეფციისა“ – „სტრატეგიული კომპასისა“. მის თანახმად, შეიქმნება სწრაფი რეაგირების შენაერთი 5 ათასი სამხედროს შემადგენლობით. გერმანიის თავდაცვის მინისტრმაკრისტინა ლამბრეხტმა განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის წინ, რომ „გერმანიას შეუძლია შენაერთის ბირთვი უზრუნველყოს“.

ამ ნაბიჯით ევროპის კავშირს ექნება "ინსტრუმენტების აუცილებელი ნაკრები“, რათა გახდეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში „რეალური გეოპოლიტიკური მოთამაშე“ ნატოსთან ერთად, - დაწერა ტვიტერზე ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა.

XS
SM
MD
LG