Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის ცენტრში თოვლის გამო საცხოვრებელი კორპუსიდან რკინის კონსტრუქცია ჩამოვარდა

თოვლის გამო მრავალსართულიან კორპუსში ფასადის ნაწილი ჩამოიშალა თელავის ცენტრში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩამოვარდნილია პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართის სახურავი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პირველადი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ ადგილიდან ჩამოვარდნილი რკინის კონსტრუქცია გააქვთ.

თელავი
თელავი

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი ამბობს, აღნიშნული კორპუსის გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წლის წინ განხორციელდა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია საგარანტიო ვალდებულებების ფარგლებში იმოქმედებს. “კორპუსის მთავარი სახურავიდან ჩამოწვა თოვლის მასა, რომელიც დაეცა პირველ სართულზე არსებულ კომერციული ფართის გადახურვას. შესაბამისი სამსახური მომხდარის მიზეზებს გამოიკვლევს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ხვალ ყველაფერს გავარკვევთ და საზოგადოებასაც ვაცნობებთ”,- ამბობს თელავის მერი.

თელავი
თელავი

თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე სამი საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადს რეაბილიტაცია დაახლოებით ერთი წლის წინ ჩაუტარდა, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონი 300 ათასი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს ”ბკ კონსტრაქშენმა” ჩაატარა.

XS
SM
MD
LG