Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტს სურს, რუსეთის მიმართ უკრაინის კომპრომისების შესახებ გადაწყვეტილება ხალხმა მიიღოს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, 21 მარტი, 2022 წელი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყოველი შესაძლებელი კომპრომისი, რომელზეც შეიძლება წავიდეს უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების დროს, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

მისი თქმით, ამგვარი შეთანხმების შინაარსი შეიძლება „ისტორიულ“ ცვლილებებს ნიშნავდეს. ზელენსკიმ საინტერნეტო გამოცემა Suspilne-ს მიერ 21 მარტის საღამოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის მხარე ამ საკითხებზე გადაწყვეტილებებს რეფერენდუმის შედეგად მიიღებს.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 24 თებერვლიდან, ორივე მხარის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. რუსეთი ომის დასრულების პირობად მოითხოვს უკრაინის „ნეიტრალიტეტს“, ასევე ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის და მოსკოვის მიერ 2014 წელს ანექსირებული ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნის აღიარებას.

უკრაინის პრეზიდენტი უარყოფს ომში თავისი ქვეყნის კაპიტულაციის მიღებას. მისი თქმით, უკრაინას არ შეუძლია რუსეთის ულტიმატუმის მიღება. მან გამორიცხა ქალაქების კიევის, ხარკოვის და მარიუპოლის რუსეთისთვის დათმობა.

Suspilne-თან ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად, საჭიროა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან „ნებისმიერი ფორმატით.“ „ამ შეხვედრის გარეშე, მე ვფიქრობ, შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისთვის არიან მზად ისინი, რათა ომის შეწყდეს“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG